“კარგი იქნება, რომ როგორც სოფლის მეურნეობაში საბჭოების მიმართულება იქნება, ზემოთ იყოს ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა” – ლევან სილაგავა

“კარგი იქნება, რომ როგორც სოფლის მეურნეობაში საბჭოების მიმართულება იქნება, ზემოთ იყოს ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.

“თუ გადავხედავთ წინა პერიოდს, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან, როგორც ასოციაციებთან, ნაკლებად იყო, ახლა ბოლოს იყო მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრა. ეს [პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა] საკმაოდ მაღალ დონეზე წევს პრობლემების წამოწევას და მისი გადაჭრის საკითხს, მათ შორის, მინისტრების ჩართულობით, ეს საკმაოდ ეფექტურია ჩემი აზრით. მინდა, რომ მთლიანად შეიკრას ეს მიმართულება. კარგი იქნება, რომ როგორც მაგალითად სოფლის მეურნეობაში საბჭოების მიმართულება იქნება, ზემოთ იყოს ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები