“2024 წელი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის გადამწყვეტი იქნება” – ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ 2024 წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გარდამტეხი იქნება.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ერმაკმა ეს განცხადება აშშ-ისა და ევროპისთვის მოწოდების ჭრილში გააკეთა, რომ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და კიევისთვის იარაღის დამატებითი სისტემების მიწოდება.
“ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება”, – თქვა ერმაკმა ვაშინგტონში ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის – როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ერმაკი შეხვდა აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მრჩევლებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.