თბილისში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება
ბოლო 10 დღის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების წმენდისა და ქსელის რეცხვის სამუშაოები 110 მისამართზე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანიაღვრე კიუვეტები გაიწმინდა ლილოსა და ზემო ფონიჭალის დასახლებებში. შესაბამისი სამუშაოები, სპეცტექნიკის საშუალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.
ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.