გერმანია უკრაინას 2024 წელს 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს ქვეყანა უკრაინას 8 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

​ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მისვლის დროს თქვა.

„დიახ, რვა მილიარდი შეიძლება, გადაირიცხოს. იმედია, იქნება, ეს კარგი ინიციატივაა. პარლამენტმა გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მიიღოს“, – განაცხადა მან.

პისტორიუსის თქმით, საუბარია კონკრეტულად რვა მილიარდ ევროსა და დამატებით ორ მილიარდ ევროზე ვალდებულებებისთვის.

როგორც მან დასძინა,  ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ გერმანია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

პისტორიუსმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა პარტნიორები უფრო მეტად დაეხმარებიან უკრაინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები