“მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდების მიზანი მიღწეული ვერ იქნება” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკავშირი 2024 წლის მარტამდე ვერ მოასწრებს დასახული მიზნის შესრულებას, რომელიც უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გულისხმობდა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს უთხრა.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთმილიონიანი ზღვარი არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა მინისტრმა.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ დღეს სამართლიანი იქნება კითხვის დასმა,  მილიონი ჭურვის მიწოდების განხორციელება იყო თუ არა ოდესმე რეალისტური.

”იყო ხმები, რომლებიც ამბობდნენ: ”ფრთხილად, მილიონი – ადვილი გადასაწყვეტია, ფული არის”. მაგრამ უნდა იყოს წარმოება. სამწუხაროდ, გამაფრთხილებელი ხმები გამართლებულია“, – დასძინა მინისტრმა.

მან ინდუსტრიას წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე მუშაობენ მწარმოებლებთან.

“ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ჩარჩო შეთანხმებებით და გავაგრძელებთ. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თავდაცვის ინდუსტრიასთან. წარმოება უნდა გაიზარდოს და დაჩქარდეს. ეს არის დღის წესრიგი”, – თქვა პისტორიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები