“უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებია მისთვის მისაღები მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, თუ რა პირობებით გამართავს მოლაპარაკებას და გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმების, თუმცა, მისი თქმით, მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მისი მხარდაჭერა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ თქვა.

მოსალოდნელია, რომ სხდომაზე განიხილება უკრაინის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები.

“უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებია მისაღები მოლაპარაკებებისთვის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა პირობები იქნება მისთვის მისაღები შეთანხმებისთვის. ნატოს მოკავშირეების პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა”, – თქვა მან.

სტოლტენბერგის თქმით, რამდენად მისაღები იქნება მოლაპარაკებების პირობები, დამოკიდებულია ალიანსის ქვეყნების დახმარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები