„საქართველოს რკინიგზა“: ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა განაახლა
ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო, მოძრაობა განაახლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! ბათუმი-თბილისის რეისმა განაახლა მოძრაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.