„საქართველოს რკინიგზა“: მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისზე შეფერხებაა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ რეისზე მოძრაობა მაქსიმუმ 30 წუთში განახლდება.

„ძვირფასო მგზავრებო! მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი.

საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები