14 ნოემბრიდან ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

„თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ.

განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები