გივი მიქანაძე რომში ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა
იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რომში ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლაში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველკვირეულად ეუფლებიან ქართული წერა-კითხვის უნარებს, სწავლობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
“კომიტეტის თავმჯდომარემ საკვირაო სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგებისგან მოისმინა სკოლის საჭიროებები და მათ ლიტერატურითა და საჭირო მასალით მხარდაჭერის პირობა აღუთქვა.
გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების საჭიროებების შესასწავლად თემატური მოკვლევა დაიწყება.
საკვირაო სკოლაში ვიზიტის შემდეგ, გივი მიქანაძე ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.