ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე შექმნა.

ხელისუფლების ბრძანებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით არსებობს საფუძვლიანი საფრთხე, რომ ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის შემოგარენში ნებისმიერ დროს დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები