ისრაელის რამდენიმე ქალაქში „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა
ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თელ-ავივსა და იერუსალიმში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მას შემდეგ რაც ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ მძევლად 239 ისრაელელი აიყვანა 36 დღე გავიდა.
„ყოველდღე მწუხარება მძიმდება იმის გაცნობიერებით, თუ რა ღამეებს ატარებენ ჩვენი საყვარელი ადამიანები უცნობ ადგილას და გაურკვეველ პირობებში“, – განუცხადა ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა ხალხს, რომელიც თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმის წინ მოედანზე შეიკრიბა.