„გაზპრომის“ ხელმძღვანელი: რუსული გაზი კვლავ შედის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებმაც თითქოს უარი თქვეს მასზე

რუსული გაზი კვლავ შედის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებმაც თითქოს უარი თქვეს მასზე, – ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის თქმით, რუსული გაზი ევროპის ბაზარზე ავსტრიის ქსელით შედის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ნაწილდება.

„მაგისტრალურ გაზსადენში მოლეკულებს არ აქვთ ეროვნული შეფერილობა. გაცვლითი ოპერაციები საკმაოდ გავრცელებულია და ვიცით, რომ რუსული გაზი მიდის ბევრ ქვეყანაში, რომლებმაც უარი განაცხადეს რუსული გაზის მოხმარებაზე. რა თქმა უნდა, რუსული გაზი ევროპულ ბაზარზე არის და არა მცირე რაოდენობით.  კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ეროვნულ ბაზარზე რუსული გაზი არ არის. ეს არასწორია,“ – განაცხადა ალექსეი მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები