IDF აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც 1000 ღაზაელი ჰყავდა მძევად აყვანილი
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური აჰმედ სიამი, რომელსაც რანტისის საავადმყოფოში მძევლად ჰყავდა 1000 ღაზაელი.
ორი დღის წინ IDF-მა განაცხადა, რომ სიამი ხელს უშლის უშლიდა, დაახლოებით, 1000 პალესტინელის ევაკუაციას რანტისის საავადმყოფოდან ჩრდილოეთ ღაზაში. მათი თქმით, აჰმედ სიამი საავადმყოფოში იმალებოდა სხვა ტერორისტებთან ერთად და ფარად იყენებდა, დაახლოებით, 1000 მშვიდობიან მოსახლეს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალსაც.
„აჰმედ სიამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰამასი ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის საზარბაზნე ხორცად იყენებს“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.