უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

რუსეთმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა. რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.

ასევე, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული ორი რაკეტა მინდორში ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები