ნიუ-იორკში პალესტინის მხარდამჭერებმა ისრაელის დროშა დაწვეს და „New York Times-ის“ შენობას საღებავი შეასხეს
ნიუ-იორკში პალესტინის მხარდამჭერებმა ისრაელის დროშა დაწვეს. ამით მათ პროტესტი გამოხატეს ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგ.
დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ გაზეთ „New York Times-ის“ შენობასთან და შენობის შესასვლელს წითელი საღებავი შეასხეს. ისინი ირწმუნებიან, რომ გაზეთში გაშუქებული მოვლენები მიკერძოებულია ისრაელის სასარგებლოდ.