თენგიზ შარმანაშვილი – რადიკალურმა ოპოზიციამ რომ იცის რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე

“რადიკალურმა ოპოზიციამ რომ იცის რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროა, რადგან დიდი გამოწვევებია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც.

„დღეს ძალიან საინტერესო მატჩია – პსჟ მიუნხენის „ბაიერნს“ ეთამაშება. დღეს რომ გამოაცხადოს მიუნხენის „ბაიერნმა“, ნოიერის მაგივრად კარში თენგიზ შარმანაშვილი დგებაო, რას ფიქრობთ, პსჟ ამ საკითხს გააპროტესტებს? – არა. რადიკალურ ოპოზიციას რომ აწუხებს და იციან, რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე. თორემ, თუ შეცდომას ვუშვებთ და ისეთი ადამიანი მოგვყავს, რომელიც ამას ვერ შეძლებს, რა ადარდებთ? რაც მეტ შეცდომას დავუშვებთ და არასწორ ადამიანს მოვიყვანთ გუნდში, მათთვის უფრო სასარგებლო არ არის? რევოლუციას უფრო ადვილად არ მოახდენენ? კარგად იციან, რაც ხდება და ასეთი საბავშვო მეთოდებით ამის კრიტიკა უკვე სასაცილოა.

კოორდინირებულ მუშაობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ეს თანამდებობა გაამართლებს, ასეთი თანამდებობა საჭირო იყო საქართველოში და მამუკა მდინარაძე რომ გაამართლებს, დარწმუნებული ვარ. მას აპარატიც ეყოლება, ბიუჯეტიც ექნება. ეს არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს ამ თანამდებობის პირს იმ მომსახურებას, რაც საჭიროა. მოგვიწოდებთ, დამატებითი ხარჯები შემოვიღოთ და კიდევ დავამატოთ ხალხი? – მგონი, არ გინდათ, პირიქით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები