“ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ “ნაცები” გაეცამტვერებინა” – ნინო წილოსანი

“ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ “ნაცები” გაეცამტვერებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

როგორც წილოსანი განმარტავს, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილება და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე არის რეალური მიზეზი იმ აჟიოტაჟზე, რომელსაც რადიკალებში ვხედავთ.

“ეს სატირული ჟანრის კამპანია, რომელიც უკავშირდება ვიცე-პრემიერის კაბინეტს, აპარატს, თანამშრომლებს, თუ სხვა აქტუალურ საკითხებს, რეალურად არ ადარდებთ. ძირითადი საფიქრალი არის შიში და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ პოზიციას იკავებს მამუკა მდინარაძე. ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ ნაცები გაეცამტვერებინა“, – აღნიშნავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები