ზვიად შალამბერიძე: გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი – კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს
“გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი – კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და გარედან მომართულ გამოწვევებზე დროული რეაგირება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი ვალდებულებაა. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს. საკადრო ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს ახალმა შემადგენლობამ. გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.