“უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ ნარკორეალიზატორების, ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც გეკა გელაძემ დადო, ყველაფერზე მეტყველებს” – მაჭავარიანი
“უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ ნარკორეალიზატორების, ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც გეკა გელაძემ დადო, ყველაფერზე მეტყველებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
„შესაბამისად, გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობას, თან მამუკა მდინარაძემ ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა და დარწმუნებული ვარ, გეკა გელაძე ანალოგიური ტემპით გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.