მედიის ცნობით, დანიკა როემი ვირჯინიის შტატის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი სენატორი გახდა

RICHMOND, VA - APRIL 3: Delgate Danica Roem poses for a portrait Wednesday, April 3, 2019 at the state Capitol in Richmond, Va. (Photo by Julia Rendleman for The Washington Post via Getty Images)

სენატში ადგილის მოპოვების შემდეგ, დანიკა როემმა პოლიტიკური ისტორია დაწერა.

გამოცემა nbcnews-ის ცნობით, ის გახდა პირველი სენატორი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც აირჩიეს ვირჯინიის ზედა პალატაში და მეორე ტრანსგენდერი სენატორი ქალი აშშ-ის სენატში.

„ამომრჩეველმა აჩვენა, რომ სურთ ლიდერი, რომლისთვისაც პრიორიტეტული იქნება გზების გამოსწორება, ბავშვების გამოკვება, მიწების დაცვა, ნაცვლად ტრანს ბავშვების სტიგმატიზაციისა და ხალხის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისა“, – აღნიშნა სენატორმა.

აღსანიშნავია, რომ დანიკა როემი, რომელიც „დემოკრატიულ“ პარტიას წარმოადგენს, მანამდე შტატის წარმომადგენელთა პალატაში იყო არჩეული. გასულ სამშაბათს გამართულ არჩევნებში მან „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი, ბილ ვულფი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები