“პატრიარქი ბრძენია და სამართლიანი, ყველაზე კარგად უწყის, თუ რისი დამსახურებაა ის, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ხელისუფლების ძალისხმევით და დახმარებით შედეგი დავდეთ” – ირაკლი ზარქუა
“საპატრიარქო ქადაგებს კეთილშობილებას, სიყვარულს, გვერდში დგომას, გაძლიერებას, ეროვნულ ტრადიციებს. ეს ბუნებრივია, მათ (ოპოზიციას) არ მოსწონთ და ამიტომ უპირისპირდებიან’’, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„პატრიარქი ბრძენია და სამართლიანი. ყველაზე კარგად უწყის, თუ რისი დამსახურებაა ის, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ხელისუფლების ძალისხმევით და დახმარებით, შედეგი დავდეთ და მივიღეთ. მავნებლებმა და ე.წ. რადიკალებმა ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს. მათ გონებაში იხარშება ასე, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი. ასე აღიქვამენ. საპატრიარქო ქადაგებს კეთილშობილებას, სიყვარულს, გვერდში დგომას, გაძლიერებას, ეროვნულ ტრადიციებს. ეს ბუნებრივია, მათ (ოპოზიციას) არ მოსწონთ და ამიტომ უპირისპირდებიან“, – აღნიშნა ზარქუამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, „ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.