“უკრაინა არ არის მზად, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე” – ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ მან სახელმწიფო რადიოს ეთერში განაცხადა, – წერს Reuters-ი.
„წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია“, – თქვა ორბანმა და დასძინა, რომ ბრიუსელს ბუდაპეშტის “ფული მართებს”.
უნგრეთის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა არანაირად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის და თქვა, რომ „კიევი ევროკავშირისგან არის შორს“.
“უკრაინა არანაირად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის. უკრაინა ისევე არის შორს ევროკავშირის წევრობისგან, როგორც მაკო (ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში) არის შორს იერუსალიმიდან”, – თქვა მან.