ერდოღანი: თურქეთმა ბლინკენთან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა განიხილა

ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის დროს, ღაზაში ჰუმანიტარული სატვირთო მანქანების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილებოდა – დღეში, სულ მცირე, 500-მდე.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

Reuters-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ბლინკენი ამ წინადადების მიმართ დადებითად არის განწყობილი.

თურქეთმა პირობა დადო, რომ, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, ღაზას მიაწოდებს სასწრაფო დახმარების მანქანებს, საკვებს, წყალს და მედიკამენტებს.

ასევე, შეთავაზებულია დაჭრილი და ქრონიკული დაავადებების მქონე პალესტინელი პაციენტების გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები