შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ პროექტის ექსპერტს უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ,,საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ (TIWB) პროგრამის ფარგლებში, დაწყებული ახალი, რიგით მეოთხე პროექტის კოორდინატორ- ექსპერტთან სამი კოსკინენთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს გაეწიოს პრაქტიკული დახმარება კონტროლირებადი ოპერაციების შეფასებისა და აუდიტის ჩატარების მიმართულებით.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს, ისეთი საკითხებისა და მიმართულებების გაზიარება, როგორიცაა საერთაშორისო დაბეგვრა, შემოწმების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დავების დეპარტამენტისთვის იმ გზებისა და მეთოდების გაცნობა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება საერთაშორისო საგადასახადო დავების წარმოებისას.

„TIWB-ის პროგრამა იძლევა გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოცდილი ექსპერტის ჩართულობით მოხდება, არამხოლოდ სასურველი შედეგების მიღწევა კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში, არამედ შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ თეორიული ტრენინგები“ – აღნიშნა პაატა კილაძემ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები