ლევან დოთიაშვილი – სოფელ კირბალში მომხდარზე: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად, – ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა განაცხადა.

დოთიაშვილი აცხადებს, რომ ის მედიასთან რამდენიმე საათში გააკეთებს კომენტარს და ვრცლად ისაუბრებს 6 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე.

„ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და მოგცემთ კომენტარს. ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, – განაცხადა
ლევან დოთიაშვილმა „ფორმულასთან“ .

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა, გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები