ისტორიაში პირველად – რუსეთის წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში არ აირჩიეს

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ისტორიაში პირველად, რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს. პარალელურად, შემადგენლობაში მოხვდნენ ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ „გაერომ რუსეთის მავნე გავლენისგან გაწმენდა დაიწყო”.

“პირველად გაეროს ისტორიაში, მისმა წევრმა ქვეყნებმა უარი უთხრეს რუსეთს, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სახელით გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მსოფლიო ხედავს, თუ ვინ არღვევს საერთაშორისო სამართალს და არა – იცავს მას. ვულოცავთ ავსტრალიისა და მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს არჩევნებში გამარჯვებას”, – დაწერა მან Twitter-ში.

თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ თქვა, რომ, „ფაქტობრივად, ისტორიული მოვლენაა – 1946 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გასასვლელისკენ მიუთითეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები