აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ზელენსკის “ნაცისტი” უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა, სავარაუდო კანდიდატმა, ვივეკ რამასვამიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “ნაცისტი” უწოდა, თუმცა, მოგვიანებით მისი შტაბი იძულებული გახდა, პოლიტიკოსის ამ სიტყვების გამო თავი გაემართლებინა.

კერძოდ, რესპუბლიკელი კანდიდატების დებატების დროს რამასვამიმ თქვა, რომ უკრაინა „არ არის დემოკრატიის მაგალითი“.

“ისინი იმუქრებიან, რომ არ ჩაატარებენ წელს არჩევნებს, თუ აშშ მეტ ფულს არ გამოუყოფს. ეს არადემოკრატიულია. და კიდევ, ისინი ადიდებენ ნაცისტს მათ რიგებში – კომიკოსს შარვალში, მამაკაცს სახელად ზელენსკი – ეს არადემოკრატიულია”, – თქვა რამასვამიმ.

ამ განცხადებების შემდეგ ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მისი სპიკერი –  ტრიშა მაკლაფლინი იძულებული გახდა, საჯაროდ აეხსნა, თუ რას გულისხმობდა პოლიტიკოსი.

მისი თქმით, რამასვამის ზელენსკისთვის ,,ნაცისტი,, არ უწოდებია, არამედ გულისხმობდა კანადაში მის ვიზიტს, სადაც მიწვეული იყო 98 წლის უკრაინელი იაროსლავ გუნკა, რომელიც SS Galicia-ის დივიზიონში იბრძოდა.

”ის სწრაფად ლაპარაკობდა და მისი სიტყვები გაუგებარი იყო”, – აღიარა მან.

რამასვამი არის 38 წლის ბიზნესმენი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. ივნისის დასაწყისში მან განაცხადა, რომ კიევი უნდა წავიდეს “დიდ დათმობებზე” და ფოკუსირდეს ჩინეთთან დაპირისპირებაზე.

მოგვიანებით, ის ასევე ამბობდა, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს „რუსულად“ და ასევე ჩაუკეტავს უკრაინას ნატოსკენ მიმავალ გზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები