Bloomberg: პრეზიდენტის ოფისში ზალუჟნისა და ზელენსკის შორის უთანხმოებას უარყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოებას უარყოფს.

“განხეთქილების” შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზალუჟნიმ The Economist-ისთვის დაწერილ სტატიაში თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი პოზიციური ხდება.

Bloomberg წერს, რომ მაშინ “ცეცხლში ნავთი” ზელენსკის საწინააღმდეგო განცხადებამ დაამატა, რომ “არავითარ ჩიხი არ არსებობს”.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება“.

”მე ვერ ვხედავ რაიმე უთანხმოებას ან კონფლიქტს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე,” – განმარტა მან.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკი თითქმის ყოველდღიურად არის ზალუჟნისთან კონტაქტზე.

მისივე თქმით, ბოლო თვეებში მათ კომუნიკაციაში ცვლილებები არ მომხდარა. პრეზიდენტი და არმიის მეთაური ქვეყნის სამხედრო სტრატეგიის კორექტირებას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები