ლევან დოთიაშვილის მამა: ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის გათავისუფლებაში

არ მეგონა, ასე მალე თუ ჩაერთვებოდა ამდენი სტრუქტურა და ამდენი ხალხი – ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის გათავისუფლებაში,- ამის შესახებ ლევან დოთიაშვილის მამამ განაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ელოდნენ.

ლევან დოთიაშვილის მამის განცხადებით, მას პარლამენტის წევრები ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი სახლში მალე დაბრუნდებოდა, თუმცა, მისი დაბრუნების ზუსტი დრო არავინ იცოდა.

“ყოველ წუთს ველოდებოდი, მაგრამ, თუ ასე მალე ჩაერთვებოდა ამდენი სტრუქტურა და ამდენი ხალხი, არ მეგონა. დღეს მთელი პარლამენტი მოვიდა და დამამშვიდეს, თუმცა ზუსტი პასუხი არ იცოდნენ, რომ დღეს გამოვიდოდა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩემი შვილის გათავისუფლებაში”, – განაცხადა იური დოთიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები