CNN: თეთრ სახლს არაბულ სამყაროში აშშ-ის პოზიციით გამოწვეული უკმაყოფილების ტალღის შესახებ აფრთხილებენ

ახლო აღმოსავლეთში მომუშავე ამერიკელმა დიპლომატებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ვაშინგტონის მხრიდან ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერამ შესაძლოა, არაბულ სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტებმა დიპლომატიურ წერილში წაიკითხეს.

მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა, თავისი პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაკარგოს არაბული ქვეყნების მხარდაჭერა, რომელიც მთელ თაობაზე გავრცელდება.

“საკომუნიკაციო ბრძოლის ველზე ვაგებთ”, – ნათქვამია დეპეშაში, რომელიც ომანში აშშ-ის საელჩოდან არის გაგზავნილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისრაელის ქმედებების აქტიური მხარდაჭერა განიხილება „მატერიალური და მორალური პასუხისმგებლობის კონტექსტში, რასაც ისინი შესაძლო ომის დანაშაულებად მიიჩნევენ“.

CNN-ის ცნობით, წერილი შედგენილია მასკატში ამერიკის საელჩოს მეორე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის მიერ და გაგზავნილია, მათ შორის, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში, CIA-სა და FBI-ში.

როგორც CNN აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მხოლოდ ერთი წერილი რეგიონალური საელჩოდან, ის იძლევა წარმოდგენის შესაძლებლობას მზარდი ანტიამერიკული ტალღის შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები