თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ 4-საათიან პაუზებს დაიწყებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ 4-საათიან პაუზებს დაიწყებს.

როგორც თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაბამისი განცხადება სამი საათით ადრე გაკეთდება.

„ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის არსებული „ტაქტიკური პაუზების“ შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები