თურქეთი მზად არის, ღაზაში კრიზისის მოსაგვარებლად გარანტის როლი აიღოს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანელ კოლეგა იბრაჰიმ რაისის განუცხადა, რომ ანკარა მზად არის, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ღაზას სექტორში არსებული კრიზისის მოგვარებაში გარანტის როლი აიღოს.
ამის შესახებ Reuters-ი ერდოღანის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
თურქეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამურმა სამყარომ უნდა დაიკავოს ერთიანი პოზიცია ისრაელზე ზეწოლისთვის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ერდოღანისა და რაისის შეხვედრა ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგა.
თურქული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში დომინირებდა ღაზას სექტორში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ვითარება.
ერდოღანის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა ჰუმანიტარული კრიზისი განიხილა, ასევე, მის მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები, თურქეთ-ირანის ურთიერთობები და რეგიონული პრობლემები.