“ქართული ოცნების” წევრები კირბალში ჩავიდნენ
”ქართული ოცნების” წევრები კირბალში ჩავიდნენ.
თამაზ გინტურის ოჯახისთვის მისასამძიმრებლად კირბალში შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები იმყოფებიან.
მმართველი გუნდის წევრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.