ოკუპანტების მიერ გატაცებული დოთიაშვილის მეუღლე: ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ – პატარა შვილები ელოდებიან სახლში
“არაფერი ვიცი ჯანმრთელობის შესახებ – დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ”, – ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლემ განაცხადა.
სოფიო ანდრიაძე დახმარებას ითხოვს.
“ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული… დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ. მშვიდობიანად, თავისი პატარა შვილები ელოდებიან სახლში. ის არის ჩვენი შემომტანი, გამტანიც და ყველაფერი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. არაფერი ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ ჯანმრთელი”,- ამბობს ანდრიაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.