მოკლული თამაზ გინტურის ძმა: მკვლელი ორი ადამიანია, სურათები მაქვს – მოვითხოვ მათ დასჯას

სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, მისთვის მკვლელების ვინაობა ცნობილია.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი ადამიანია. სურათები მაქვს. კოკოევმა რაც უნდა თქვა, კოკოევმა უნდა გაამართლოს თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს“, – განაცხადა გინტურმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები