სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უსაფრთხოების გარემოების გამო დაიკეტა
რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკეტა ეგვიპტესა და ღაზას შორის უსაფრთხოების გარემოების გამო დაიკეტა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელმა არ დაასახელა, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გადაჭრის შემდეგ მოსალოდნელია, გამშვები პუნქტი ხელახლა გაიხსნას, რათა ღაზაში დახმარება შევიდეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ევაკუაცია გააგრძელონ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ეგვიპტისა და ისრაელის მთავრობასთან პარტნიორობით, რათა უფრო მეტი უსაფრთხო გადასასვლელი არსებობდეს აშშ-ის მოქალაქეებისა და სხვა უცხოელების ღაზის ზონიდან გასასვლელად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.