ნეთანიაჰუ: ექსტრემისტების უმცირესობა ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს, რამაც შესაძლოა, დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში ესკალაცია გამოიწვიოს

ექსტრემისტების უმცირესობა ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების ადგილობრივი საბჭოების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ერთი მუჭა ექსტრემისტები არიან, რომლებიც არ წარმოადგენენ აქ მსხდომ ადამიანებს. ისინი დიდ ზიანს აყენებენ ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენ არ ვართ მზად ამის მოთმენისთვის, არ ვაპირებთ ამის მიღებას, მათ წინააღმდეგ ვიმოქმედებთ ყველანაირად.

ვგმობ ექსტრემიზმს და ჩვენ ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ. ვიცი, რომ წარმოვადგენ აქ მსხდომ ყველა ადამიანს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.

„მსურს გვერდზე გადავდოთ ყველა უაზრო ჭორი, რომელიც სხვადასხვა მხრიდან გვესმის და გავიმეორო ერთი მკაფიო რამ: არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები