“უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და მოუთმენლად ელის ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას დეკემბერში” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი.
როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და მოუთმენლად ელოდება დეკემბერში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას.
“მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას ხსნის უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან, როგორც მის წევრთან ერთად. მადლობას ვუხდი ევროკავშირს და პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს, უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და მოუთმენლად ელის ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას დეკემბერში”, – დაწერა უკრაინის ლიდერმა.