“ჩვენი ბრძოლა და თავგანწირვა ფუჭი არ არის, ჩვენი ტრანსფორმაცია აღიარებულია, ჩვენი ოცნებები და იმედები ახდება” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყნის ბრძოლა და თავგანწირვა ფუჭი არ არის.

მინისტრი ამბობს, რომ უკრაინას ყველაზე რთულ დროს გადარჩენაში ისტორიული სამართლიანობა დაეხმარა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ამ ისტორიულ დღეს, როდესაც ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ვიხსენებ ღირსების რევოლუციას და ყველა წელს, რამაც ამ მომენტამდე მიგვიყვანა.

ჩვენი ბრძოლა და თავგანწირვა ფუჭი არ არის. ჩვენი ტრანსფორმაცია აღიარებულია. ჩვენი ოცნებები და იმედები ახდება.

ის, რამაც დაგვეხმარა ყველაზე რთულ დროს, რომელიც თანამედროვე ისტორიაში ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიარა, არის ისტორიული სამართლიანობა უკრაინის ევროპელი ერისთვის და ევროპული მომავალი ჩვენი შვილებისთვის.

მომავალი ათწლეულების განმავლობაში უკრაინა იქნება იმ ადამიანების მონდომებისა და რწმენის მაგალითი, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, თავიანთი იდეალებისთვის იბრძვიან”, – წერს დიპლომატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები