“მოთხოვნების 90% შესრულებულია” – ევროკომისია უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, აუცილებელი პირობების შესრულების შემდეგ.

როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე თქვა, უკრაინამ შეასრულა რეკომენდაციების 90%-ზე მეტი, მაგრამ კიევმა დარჩენილი რეფორმები უნდა შეასრულოს.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკომისია უკრაინის რეფორმების განხორციელების ანგარიშს 2024 წლის მარტში წარადგენს.

მან შეაქო უკრაინა იმის გამო, რომ, სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, ის რეფორმების განხორციელებას აგრძელებს.

„მთავარი პროგრესი მიღწეულია საკონსტიტუციო რეფორმაში, იუსტიციის სფეროში რეფორმაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შერჩევისას, ანტიკორუფციულ პროცესებში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შესამცირებლად, ახალი კანონი მედიის შესახებ; პროგრესია ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით. დარჩენილი რეფორმები ხორციელდება, და ეს კარგია“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს რადას, რომ მიიღოს მოლაპარაკებების ჩარჩო, მას შემდეგ, რაც უკრაინა – მიიღებს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პერსონალის გაზრდის შესახებ; გამორიცხავს „კორუფციის პრევენციის შესახებ“ კანონიდან დებულებებს, რომლებიც ზღუდავს NAPC-ის უფლებამოსილებას; მიიღებს კანონს, რომელიც დაარეგულირებს ლობირებას ევროპული სტანდარტების მიხედვით, ანტიოლიგარქიული სამოქმედო გეგმის ფარგლებში; მიიღებს კანონს ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისისა და 2023 წლის ოქტომბრის დარჩენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კანონთან დაკავშირებით და ასევე, გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სახელმწიფო ენის, მედიისა და განათლების შესახებ კანონებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები