”თუ დასავლეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მაშინ რომელი ომის მოგება შეუძლია?” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არ შეიძლება, კიევი მხოლოდ აშშ-ის მხარდაჭერაზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ, ყველა სახის იარაღის საკუთარ წარმოებაში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს.

ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში თქვა.

”თუ დასავლეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მაშინ რომელი ომის მოგება შეუძლია? რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება, მოხდეს 2024 წლის აშშ-ის არჩევნების შემდეგ, უნდა დაველოდოთ და დავინახავთ. მაგრამ ჩვენ ვემზადებით, არ შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, “სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა უზარმაზარ თანხებს ვდებთ ყველა სახის იარაღის საკუთარ წარმოებაში, ვზრდით წარმოების მოცულობებს და ჩვენი ეკონომიკის მილიტარიზაციას ვახდენთ”.

ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ევროპული მხარდაჭერა და ხშირად ის არ არის სათანადოდ დაფასებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები