ისრაელში მცხოვრები: ვინც აქ არ ცხოვრობს, ვერ მიხვდება რა საშინელებას გავდივართ

„ურთულესი პერიოდია – ძალიან რთულია დაუსრულებელი განგაშის ხმა, იმ საშინელი კადრების ნახვა, რაც 7 ოქტომბერს მოხდა”,- ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა მოქალაქემ „ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, მთელ ქვეყანაში გლოვაა.

„ურთულესი პერიოდია. ომი რომ დაიწყო, ოჯახთან ვიყავი ჩრდილოეთში და შუა განგაშის დროს მომიწია სახლში დაბრუნება. ძალიან რთულია დაუსრულებელი განგაშის ხმა, იმ საშინელი კადრების ნახვა, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. მთელს ქალაქსა (თელ-ავივში) და ქვეყანაში გლოვაა. ვინც აქ არ ცხოვრობს, ვერ მიხვდება რა საშინელებას გავდივართ“, – ამბობს ქალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები