ისრაელის საელჩო: 7 ოქტომბერს 1400 კაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილი მოკლეს “ჰამასის” ტერორისტებმა, რომლებმაც კარდაკარ იარეს და მთლიანად ამოხოცეს ოჯახები

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, “ჰამასის” ტერორისტებმა 7 ოქტომბერს 1400 კაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილი მოკლეს.

საელჩოს ცნობით, არ არსებობს ინტერაქტიური რუკა, რომელიც სრულად ასახავს ჰამასის მიერ იმ დღეს ჩადენილ სისასტიკეებს.

“7 ოქტომბერს 1400 კაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილი მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, რომლებმაც კარდაკარ იარეს და მთლიანად ამოხოცეს ოჯახები. არ არსებობს ინტერაქტიური რუკა, რომელიც სრულად ასახავს ჰამასის მიერ იმ დღეს ჩადენილ სისასტიკეებს. გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს და პატივი მიაგეთ მსხვერპლებს და მათ ოჯახებს, ვისი ცხოვრებაც დაინგრა. https://oct7map.com“,- წერია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები