უკრაინაში ალექსი არესტოვიჩის საქმიანობის გამოძიება დაიწყეს 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის საქმიანობის გამოძიება დაიწყო.

როგორც Liga.NET-თან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა თქვა, სპეცსამსახურები მუშაობენ, მაგრამ “ძალიან სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

”მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან – ”უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს.” უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, რომ ყველას სურს ძალიან სწრაფი შედეგი”,- თქვა დანილოვმა.

კითხვაზე, ესმის მას თუ არა, რომ არესტოვიჩი „ფაქტობრივად შეიქმნა და ლეგიტიმირებული იყო“ პრეზიდენტის გუნდის მიერ, დანილოვმა თქვა: „ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ვართ, მე არ ვერევი პრეზიდენტის ოფისის მუშაობაში, მე არ ვაკომპლექტებ მათ კადრებს და არ ვიცი, საიდან მოდიან ეს მრჩევლები”.

რაც შეეხება არესტოვიჩის პოლიტიკურ განაცხადს, რომ სურს ქვეყნის პრეზიდენტად კენჭისყრა, დანილოვმა თქვა, რომ “არესტოვიჩის პოლიტიკური პროექტი არის კონსტრუქცია, რომელიც არ მუშაობს“.

“თუ სოციოლოგიას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მისი რეიტინგი 80% – 72%-ით დაეცა. სად მიდიხართ ასეთი ნაგვით? თუ 72-პროცენტიანი ანტირეიტინგი გაქვთ. პოროშენკოს ანტირეიტინგიც კი უკეთესია – 64%”,- თქვა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები