რუსმა ოკუპანტებმა მიკოპოლი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მიკოპოლი დრონებით დაბომბეს, რასაც 59 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავდა ოთხი ადამიანი – 26, 52 და 62 წლის ქალები და 73 წლის მამაკაცი.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ გვიან ღამით გაშვებული 20 დრონიდან 18-ის ჩამოგდება შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები