ცხელი სუპის გამო რესტორნის მფლობელს 70 მილიონი დოლარი გადაახდევინეს

   კანადის მაცხოვრებელმა ქალბატონმა რესტორანს სუპით დამწვრობის გამო უჩივლა და სასამართლო პროცესი მოიგო. ქალბატონმა რესტორანი დაადანაშაულა, რადგან კარტოფილის ცხელი სუპის კოვზმა მას პირის ღრუ დაუწვა და დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში მას ტკივილი სტანჯავდა. რესტორნის მეპატრონის თავის მართლებამ სუპის სტანდარტულ ტემპერატურასთან დაკავშირებით არ გასჭრა. სასამართლომ განაცხადა, რომ კანადაში 2004 წლამდე ცხელ სადილებში ტემპერატურას არ აკონტროლებდნენ და სუპით პირის დაწვასა და ქალბატონის დეპრესიას შორის კავშირი ვერ იპოვა. სასამართლომ რესტორნის წინააღმდეგ განაჩენი მაინც გამოიტანა. სასამართლოს განცხადებით, რესტორანს უნდა გაეფრთხილებინა კლიენტი, რომ სუპი საშიშროებას წარმოადგენდა. ვინაიდან მან ეს არ გააკეთა, მომჩივანე ქალბატონის სასარგებლოდ რესტორანს 70 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები