სალი ბეთანიშვილი: საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია

,,საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია”,- ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ბთლ ჯორჯიას“ მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სალი ბეთანიშვილი აცხადებს.

„ბთლ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე უკვე დაბრუნდა.

„წლევანდელი წელი 2019 წელთან შედარებით არის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ასული. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ ძალიან ბევრი ევროპელი მოგზაური შემოვიდა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, რომელიც  ტურიზმის მიმართულებით მუშაობს, ძალიან გაზრდილია ჯგუფების შემოსვლაზე მოთხოვნა. მაღალი რაოდენობაა იმ თვალსაზრისით, რომ ჯგუფებია 100-კაციანი, 200 -კაციანი, 250- კაციანი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პერიოდი, განსაკუთრებით მესამე კვარტალში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მომართვიანობა და ვფიქრობთ, რომ საქართველო უკვე დაუბრუნდა ტურისტულ რუკას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ ტურიზმის მხრივ პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე გადაუსწრო და მსოფლიო რუკაზე ღირსეულ ადგილს ვიკავებთ“, – აღნიშნა სალი ბეთანიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამი კვარტლის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას ავრცელებს. 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი 3,251,651,900 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% -ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები