“საქართველოს და, ზოგადად, ჩვენი სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ საინტერესო წელი იყო, რადგანაც ძალიან ბევრი ვიზიტორი გვესტუმრა” – ავთანდილ წურწუმია
“საქართველოს და, ზოგადად, ჩვენი სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ საინტერესო წელი იყო, რადგანაც ძალიან ბევრი ვიზიტორი გვესტუმრა”, – ამის შესახებ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერმა, ავთანდილ წურწუმიამ განაცხადა.
მან საერთაშორისო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები შეაჯამა და თქვა, რომ Golden Tulip Design-მა უკვე მიაღწია იმ დატვირთულობის მაჩვენებელს, რა პროგნოზიც სასტუმროს მენეჯმენტს განთავსების ობიექტის გახსნამდე ჰქონდა.
„პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი პრეცედენტი, ჩვენ ვიყავით ახლად გახსნილი სასტუმრო, როდესაც ჩვენ შევძელით იმ დატვირთულობაზე ასვლა, რა გეგმებიც თავიდანვე გვქონდა. შესაბამისად, ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ნამდვილად ვიტყვი, რომ კარგი სეზონი იყო. პირველად შევძელით, რომ ვუმასპინძლეთ ბიზნეს ბიზნესჯგუფებს და იგრძნობა ტენდენცია მაისტურიზმის აღორძინების, რაც მოსალოდნელი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მესიჯი იყო, რომ 2024 წლისთვის აღდგენადი იქნებოდა ბიზნეს და საქმიანი ტურიზმის მიმართულება. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, თბილისი დიდი დატვირთულობით არ გამოირჩევა. უფრო პოპულარულია რეგიონები, სადაც უფრო მიდიან ტურისტული ნაკადები. თუმცა, მოლოდინები გაქვს ახალი წლის დღეებზე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე დსთ-ს სივრცის ქვეყნებიდან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თბილისს და საქართველოს“, – განაცხადა ავთანდილ წურწუმიამ.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამი კვარტლის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას ავრცელებს. 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი 3,251,651,900 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება.