“ჰამასში” ადასტურებენ, რომ ირანის და “ჰეზბოლას” გარეშე “წარმატებას ვერ მიაღწევდნენ”

დაჯგუფება “ჰამასის” პოლიტბიუროს უფროსის მოადგილე – მუსა აბუ-მარზუკი ამბობს, რომ ირანის და ლიბანური “ჰეზბოლას” დახმარების გარეშე ისრაელში “წარმატებას ვერ მიაღწევდნენ”.

კომენტარი Financial Times-სთვის გაკეთდა, რომელსაც “ჰეზბოლასთან” დაკავშირებული ტელეგრამის არხი ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ იქნებოდა “წარმატებული ჩვენი მოკავშირეების – ირანისა და “ჰეზბოლას” დახმარების გარეშე”.

მან მადლობა გადაუხადა ირანს, “რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაგვეხმარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები